საქართველოს მორაგბეთა ეროვული გუნდსა და ფიჯის ნაკრებს შორი Მატჩი ფრედ (15:15) დასრულდა. მსოფლიო რეიტინგში ფიჯი მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო საქართველო მე-12 პოზიციაზეა.
-
შეხვედრა ესპანეთის ქალაქ არანხუისში გაიმართა.
-
საქართველოს ნაკრებმა ფიჯელებთან ისტორიაში პირველად ითამაშეს ფრე.
-
დღევანდელ შეხვედრამდე, 2018 და 2019 წლებში, „მფრინავმა ფიჯელებმა“ „ბორჯღალოსნები“ ორჯერ დაამარცხეს.
მოკლე მიმოხილვა
შეხვედრის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა; თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა 3-ჯრ შეასრულა ზუსტად. ფიჯელებმა კი უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, ტუიმაბამ საქართველოს ლელო დაუდო და საკუთარ გუნდს 5 ქულა შესძინა. საბოლოოდ პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით (9-5) დასრულდა.
მეორე ტაიმიში უპირატესობა ფიჯის ნაკრებმა მოიპოვა; ფიჯელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მალევე მოიპოვეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს 1 ქულამდე შეამცირეს. ამის შემდეგ თედო აბჟანდაძემ კიდევ 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 7 ქულით დააწინაურა.
შეხვედრის მიწურულს „მფინავმა ფიჯელებმა“ მთელი ძალებით შეუტიეს საქართველოს ნაკრებს; მატამ ლელო დადო, ვოლავოლამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.